“კარგი, მე კი ვხედავ, რომ ბოდავს, მაგრამ ვიღაც ნაკლულს ხომ ჰგონია, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს ეგ თვალებბრიალა?”

კარგი, მე კი ვხედავ და მესმის, რომ ბოდავს, მაგრამ ვიღას ნაკლულს ხომ ჰგონია, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს ეგ თვალებბრიალა? – ამის შესახებ პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

გიგა ბოკერია – იმ ხალხმა, ვინც 20 ივნისს და შემდეგ დღეებშიც აქ იკრიბებოდა, მოიპოვა უდიდესი გამარჯვება გარე მტერზე, რომელსაც ჩვენი უგუნური და მავნებლური მთავრობა ეხმარებოდა.
. . .
აი, რა უნდა ვთქვა?
ეს იმის მსგავსია, 2008 წლის 12 აგვისტოს ნაცისტები დროშებს რომ აფრიალებდნენ და ღრიალებდნენ “მოვიგეთ, მოვიგეთ!”.
გინება რომ არ გინდოდეს, მაინც შეაგინებ!
რეებს ბოდავს, რა უდიდესი გამარჯვება მოიპოვა, ვინ და ვისზე?
ააააააააა, ახლა მითხრეს, თურმე შარშან, პარლამენტთან “ანტიოკუპაციური” აქციით შეძრწუნებული და შეშინებული პუწინი, არგენტინაში აპირებდა გაქცევას, მაგრამ ბოლო მომენტში ზურა წერეთელმა გადააფიქრებია, არ გინდაო, ვოვა-ჯან, ქართველი ხალხი – რბილი ხალხია, ყველაფერს გაპატიებს.
კარგი, მე კი ვხედავ და მესმის, რომ ბოდავს, მაგრამ ვიღას ნაკლულს ხომ ჰგონია, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს ეგ თვალებბრიალა?
რა საცოდაობაა ეს ყველაფერი, ფილიად!”, – წერს დავით კალანდია.

ასევე იხილეთ