“ეს უმაგრესი ბიჭი დასტრიალებდა მანქანიდან გადმოვარდნილ, გულის შეტევით მყოფ პაპას… ეს ბიჭი გმირია”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანა დათულიშვილი პოლიციელზე წერს, რომელმაც ავადმყოფი მოქალაქე არ მიატოვა.

“ამ ბიჭის შესახებ მინდა მოგიყვეთ!
დაახლოვებით ორი თვის წინ კახეთში ვარდისუბნის კრუგს ეძახიან, მოვდიოდი ჩემ შვილთან ერთად…გზაზე იყო მანქანა გაჩერებული და პოლიცის ფორმაში ჩაცმული, ეს უმაგრესი ბიჭი დასტრიალებდა მანქანიდან გადმოვარდნილ, გულის შეტევით მყოფ პაპას.( სულ მარტო…მერე შეუერთდნენ სხვა მოქალაქეები) არ მავიწყდება როგორ უვლიდა, სანამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდოდა, რომ ცოცხალი ჩაებარებინა ექიმებისთვის. წერით ვერ აღვწერ მის სასწაულ დამოკიდებულებას უცნობი პაპის მიმართ.
ერთი ის შემიძლია ვთქვა რომ უმაგრესი დედის გაზრდილი ბიჭია!
ეს ბიჭი იმ დღიდან გმირიაა!
როგორც შემდეგ გავიგე უმუშავია ახმეტის პოლიციაში.
ბევრი ასეთი პოლიციელს ვისურვებდი გვყავდეს!, – წერს დათულიშვილი.

 

"ეს უმაგრესი ბიჭი დასტრიალებდა მანქანიდან გადმოვარდნილ, გულის შეტევით მყოფ პაპას... ეს ბიჭი გმირია"
ასევე იხილეთ