“ტრავმირებულ ბავშვებს სიკვდილის წინ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს ვუკეთებდით…” – შოკისმომგვრელი ამბები, რომელსაც მარიუპოლელი ექიმი ყვება

უკრაინაში რუსეთი თებერვლის ბოლოს შეიჭრა, რის შემდეგაც ქვეყანში ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ბავშვების.

უკრაინულ ტელეგრამარხებზე მარიუპოლელი ექიმის შოკისმომგვრელი ნაამბობი ვრცელდება.

“ბავშვებს სიკვდილის წინ ტკივილგამაყუჩებელს უკეთებდნენ. დედა, ბებია და ერთი წლის ბავშვი დაბომბვის შემდეგ გავიდნენ ეზოში, რათა საჭმელი მოემზადებინათ. ამ დროს ჭურვი ჩამოვარდა. ყველამ დაზიანება თავის არეში მიიღო. დედას მხოლოდ ნაკაწრები აქვს, ბებიამ თავის ქალის საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და თვალი მძიმედ დაუზიანდა. პატარა ბიჭს კი, ჭურვის ფრაგმენტი თავში მოხვდა, შუბლის მხრიდან.

ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი მოიყვანეს საავადმყოფოში. თავის ქალის შიგთავსი გარეთ იყო. დედას არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ბავშვის გადარჩენის შანსი არ იყო. ბავშვს ანესთეზიაც გავუკეთეთ, სხვა ვერაფერი. ის 15 წუთის შემდეგ გარდაიცვალა.

იყო ეპიზოდი, როდესაც ორი ბავშვი შეიყვანეს – 10 და 16 წლისები. ისინი ნათესავები არ იყვნენ, მაგრამ ერთი ადგილიდან მოიყვანეს თავის მძიმე დაზიანებებით. ჩვენ ვერ დავეხმარეთ მათ, მხოლოდ ტკივილი გავიყუჩეთ. ისინი ერთმანეთზე დადეს და საბანი გადააფარეს“, – თქვა ექიმმა.

ასევე იხილეთ