“სავარაუდოდ, ჩემი მარტო პაპა, დასასრულისკენ მიდის“

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ამბობს, რომ პაპას ინსულტი დაემართა და ახლა გორის სამხედრო ჰოსპიტალში წევს.

„პაპა ცუდად დაგვხვდა. ინსულტი დაემართა. მოლოდინი კარგის არ მაქვს. გამოცდილებიდან გამომდინარე. ვნახოთ, რა იქნება…

უბრალოდ მინდოდა თქვენც გცოდნოდათ ეს ამბავი.

ყველაფერს აქვს დასაწყისი, განვითარება, რაღაც კულმინაცია და დასასრული. სავარაუდოდ, ჩემი მარტო პაპა, დასასრულისკენ მიდის, ერთი იმით ვიმშვიდებ თავს, რომ კარგი ცხოვრება ჰქონდა ასე თუ ისე და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან არ იწვალებს“ – ამბობს გიორგი სუხიტაშვილი.
ასევე იხილეთ