“მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო, მარჯვენა ფეხიო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს, რომ წელამდეა გადაჭრილი ჩემი პატარა”

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

„დათი გუშინ მთელი დღე ითხოვდა, ფეხი გამისწორეო, მარჯვენა ფეხიო… რამდენჯერმე მივედი და გავუსწორე ის ერთი ცალი, რაც დაგვრჩა😣😥

მიკონკრეტებს ეგ არა, მეორეო🥺🥺

არ ვიცი, რა გავაკეთო… რა ვუპასუხო…როგორ აუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს, რომ წელამდეა გადაჭრილი ჩემი პატარა😭😭😭

ნახევარი ბავშვი მიწევს საწოლზე და გული მისკდება რომ ვუყურებ😭😭😭“, – წერს დათის დედა სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ