“კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება” – სახალხო დამცველი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, ვი­საც საქ­მეს­თან გარ­კვე­უ­ლი შემ­ხებ­ლო­ბა აქვს:

“ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნია 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი… ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და ახ­ლობ­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, კრი­მი­ნა­ლურ მენ­ტა­ლი­ტეტს, ქუ­ჩურ-უბ­ნურ გარ­ჩე­ვებს ახალ­გაზ­რდე­ბის სი­ცო­ცხლე ისევ ეწი­რე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­ძი­ე­ბა დრო­უ­ლად, ობი­ექ­ტუ­რად და სრულ­ყო­ფი­ლად წა­რი­მარ­თოს და ყვე­ლამ, ვინც შე­საძ­ლოა ფლობ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე, ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან” – წერს ნინო ლომ­ჯა­რია “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე.

19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მაშ­ვე­ლე­ბი 19 ივ­ნი­სი­დან ეძებ­დნენ. 4-დღი­ა­ნი უწყვე­ტი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მყვინ­თა­ვებ­მა მისი ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

ახალ­გაზ­რდას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. ცნო­ბი­ლია, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი წვე­უ­ლე­ბა­ზე მცხე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ჩხუ­ბი მოხ­და.

ასევე იხილეთ