“მიდი, იბრძოლე ზურა!” – ქართველები ნარკოტიკების მსხვერპლი ხდებიან ამერიკაში, რა ვიდეოს ავრცელებს იუნა შაფათავა?

აშშ-ი მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა მოქალაქე ნინა ვეშაგურის ვიდეოს აზიარებს და წერს:

“ქართველების ნარკოტიკების გასინჯვის შედეგები.
ბოლო ინფორმაციით, ვინც საზღვარზე გადმოდის, ძალიან ბევრი ნარკოტიკის მსხვერპლი ხდება.

ეს არის ბრუკლინი.
ნუ იღუპავთ თავს! ამისთვის ჩამოდიხართ? სასიკვდილოდ?
იმას რა ეცინება, არ ვიცი, გვერდით რომ უზის…
პს გადარჩაო სამივე… მე ერთს ვხედავ, იმედია ვინც არიან, თავს მიხედავენ….”-წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში.

მოკლე ვიდეოში სამაშველო ჯგუფი ძირს დადგებულ მამაკაცს სამედიცინო დახარებას უწევს, იქვე რამდენიმე მეტრში ახალგაზრდა კაცი არის ჩაცუცქული. რომელიც თავის ახლობელს ამხნევებს: “მიდი ზურა, იბრძოლე ზურა”…შემდეგ კი ვიდეოს გადამღებს მიაძახებს “არ გადაიღო!”

ნინო ვეშაგური კი წერს:

“ეს ყველამ უნდა ნახოს!
რისთვის ჩამოდიხართ აქ, რომ დაიხოცოთ?!
ძალიან ბევრი ქართველი იხოცება ნარკოტიკით! (ამათი ბედი ჯერ არ ვიცი, ღმერთმა უშველოს)

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გვითხრა 80 ქართველია გამზადებული Coney Island-ის ჰოსპიტალში გადასასვენებლადო”.

ასევე იხილეთ