“ასეთი კომენტარების ავტორთა დაახლოებით 20 % ევროპაში მცხოვრები ქართველები არიან”

იოსებ ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“არა ნამდვილად რაღაც ამოუცნობი და ძალიან საშიში დაავადება გვჭირს.
ტვ იმედმა ფბ-ზე გაავრცელა ინფორმაცია ესტონეთის პრემიერმინისტრის კაია კალასის გადადგომის შესახებ. ამ სიახლის გამოქვეყნებიდან სულ რაღაც ნახევარ საათში გაკეთდა 430(!) კომენტარი, სადაც ავტორები აღფრთოვანებით წერდნენ იმის შესახებ რომ ” ევროპა იწმინდება “, “ჯერ სად ხართ”, ” ევროპა იღუპება და ჩვენ რას ვეტენებით” და ჩვენს ” ალალ” პატრიოტთა მსგავსი სენტენციები. ამ დროს იმავე ინფორმაციის მომდევნო აბზაცში მითითებულია, რომ მომავალი კვირის დასაწყისში ესტონეთის პარლამენტი დაამტკიცებს ქვეყნის ახალ ( კოალიციურ) მთავრობას, რომელსაც ისევ კაია კალასი უხელმძღვანელებს. პირადად მე მაკვირვებს შემდეგი: რარიგ მოწყურებული უნდა იყო ევროპის შესახებ რაიმე ნეგატიური ინფორმაციის მიღებისა რომ ნახევარ საათში, აბსოლუტურად უმნიშვნელო ფაქტზე გაკეთდეს ევროპის ქვეყნების 430 უაღრესად შეურაცხმყოფელი კომენტარი ისე რომ ინფორმაცია ბოლომდეც კი არ აქვთ ჩაკითხული. ისიც საყურადღებოა რომ ასეთი კომენტარების ავტორთა დაახლოებით 20 % ევროპაში მცხოვრები ქართველები არიან. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე რომ ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილი ვერ აანალიზებს ფასეულობათა სისტემას და ამიტომ არც აქვს ფასეულობათა უმარტივესი ორიენტირები. ეს კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე რომ დეგრადირებულია საზოგადოებრივი ცნობიერება, რაც თავისთავად იწვევს როგორც სოციალური ისე ინდივიდუალური მენტალობის დეზორიენტაციას ანუ ადამიანი აცდენილია მოცემულ ცივილიზაციურ პერიოდს. პირადად მე ძალზედ მრცხვენია…”

ასევე იხილეთ