“ამ ერთ კაცს და მის მიერ შექმნილ პარტიას, ამდენი კარგის გამკეთებელს ქვეყნისთვის, სჭერია მშვიდობა საქართველოში, ამიტომაც გამოუცხადეს ერთობლივი ჯიჰათი!”

ქეთევან ჯერვალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც დასავლეთის საქციები მოწმობს და როგორც ნაცსექტანტები იუწყებიან, მხოლოდ ამ ერთ კაცს და მის მიერ შექმნილ პარტიას, ამდენი კარგის გამკეთებელს ქვეყნისთვის, სჭერია მშვიდობა საქართველოში, ამიტომაც გამოუცხადეს ერთობლივი ჯიჰათი! ამის და ამათი დამსახურება ყოფილა ცხედრები რომ არ გვისვენია და უარესი, ცხედრებიც რომ არ გვქონია სანატრელი, ცოცხლები რომ ვართ, ბოლოს და ბოლოს ჭურვებმა ხომ ჯერ ცნობა არ იციან, ვის დაეცნენ და ვის არა?!.

დასავლეთისა და ნაცების (ომისა, ღალატისა სიკვდილის პარტიის) ერთობლივი ჯიჰათი, საღვთო ომი ქართული სახელმწიფოს, ქართული ეთნოსის წინააღმდეგ. ბატონებო, ომი თუ დაიწყო დასავლეთმა საქართველოში, მხოლოდ მართლმადიდებელ ქართველებს მოუწევთ ბრძოლა, სხვას არავის, არანაირ ეთნიკურ უმცირესობებს და არანაირ სექსუალურ უმცირესობებს. გამოხშირავენ ანწუხელიძეების, ყულოშვილების, დამენიების, ზედელაშვილების მსგავსთ და დარჩენიან მხოლოდ ნაცჯალათები, განაცჯალათებულები და სხვანი – მოკლედ, დასავლეთი ვისაც მფარველობს!”

ასევე იხილეთ