“ასეთი წავიდა ამერიკაში უკეთესი ცხოვრების იმედით… ახლა მთელი ქვეყანა შევყარეთ, რომ მშობლიურ მიწას მივაბაროთ”

აშშ-ში ქართველი ემიგრანტი, მაქსი გაბელია ტრაგიკულად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა ტრაილერის მძღოლად მუშაობდა, ავარიაში მოჰყვა.

ძლივს მოვძებნე ეს სურათი. აი, ასეთი წავიდა ჩვენი მაქსი ამერიკაში, ჰოლივუდის მსახიობივით ლამაზი და წარმოსადეგი… უკეთესი ცხოვრების იმედით და ახლა მთელი ქვეყანა შევყარეთ, რომ უკან დავიბრუნოთ და მშობლიური წალენჯიხის მიწას მივაბაროთ”,- წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი.


არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი შეერთებულ შტატებში სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ წავიდა.

No description available.

ასევე იხილეთ