“აი, მორაგბე რომ ხარ, რატომ მიდიხარ გამოძახებით ადამიანის ცემაზე?”

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“აი, მორაგბე რომ ხარ, ქართველი მორაგბეების უამრავი მაგალითი რომ გაქვს, როგორ გამოდიან ისინი ძალადობის, ცემის, მკვლელობის წინააღმდეგ, შენ რატომღა არცხვენ მათ სახელს? რატომ მიდიხარ გამოძახებით ადამიანის ცემაზე? რატომ თელავ ფეხქვეშ იმათ სახელებს, რომლებსაც სამშობლოსთვის და ადამიანებისთვის გული უძგერთ?

რანაირი მორაგბე ხარ?
არავის ეპატიება ძალადობა. თქვენ განსაკუთრებით არ გეპატიებათ. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობით შეარცხვინეთ რაგბის სამყარო.”-წერს ჩანადირი.
ასევე იხილეთ