“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კრემლში ვიქნებოდი… მადლობა რუსეთს, სადაც ქართველი ბრმა გოგონა შეიძლება სახალხო არტისტი გახდეს”

წარ­მო­შო­ბით ქარ­თველ მომ­ღე­რალს, დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს. შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის იუ­რი­დი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ პორ­ტალ­ზე მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ აპ­რილს გა­მოქ­ვეყ­ნდა, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია კი კრემლში ორი დღის წინ გა­ი­მარ­თა.

დი­ა­ნა ღურწკა­ია რუ­სეთს და­ფა­სე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის და შე­სა­ბა­მის პოსტს “ინ­სტაგ­რამ­ზე” აქ­ვეყ­ნებს:

“როცა ბავ­შვი ბრმა იბა­დე­ბა, ან ზრდას­რუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბას კარ­გავს, ეს უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა. ასე­თი რამ მოხ­და ჩემს ოჯახ­ში. მა­შინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, მე აქ ვიქ­ნე­ბო­დი, კრემლში და ხე­ლოვ­ნე­ბის უმაღ­ლეს ჯილ­დოს მი­ვი­ღებ­დი.

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სირ­თუ­ლე ყო­ფი­ლა – სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი, აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ ლტოლ­ვილ­თა ბა­ნა­კი, მაგ­რამ იყო ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბიც – ჩემი საქ­მე, სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ცენ­ტრი, შშმ ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა, ჩემი ვაჟი და ჩემი ოჯა­ხი.

 

მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა რუ­სეთს, სა­დაც გერ­მა­ნე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს დიდი რუსი იმ­პე­რატ­რი­ცა, ებ­რა­ე­ლი – დიდი რუსი მეც­ნი­ე­რი, სო­მე­ხი – საყ­ვა­რე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი – ეპო­ქის ხმა და ქარ­თვე­ლი ბრმა გო­გო­ნა რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი.

მად­ლო­ბა და­ფა­სე­ბის­თვის“, – წერს დი­ა­ნა ღურწკა­ია.

ასევე იხილეთ