“ყველაზე მეტად როცა მჭირდებოდა, მაშინ წავიდა მამიკოსთან”

მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

დღეს ყველაზე ტბილი, რბილი, ფაფუკი და კეთილი ფისოს დაბადების დღეა. ჩემი საუკეთესო დაქალის, რომელიც ძალიან მაკლია. ყველაზე მეგობრული და თანამედროვე ფისუნიას დაბადების დღე. ჩემი ლამაზი გოგოს დაბადების დღე…

არ ვიცი როგორ გადის დრო, უფერულია და უხალისო შენს გარეშე, ყველაზე მეტად როცა მჭირდებოდა, მაშინ წავიდა მამიკოსთან. ძალიან მიჭირს უთქვენობა, მაგრამ იმდენი წელი ვიყავით შორს ერთმანეთისგან, ახლაც მგონია, რომ ჩამოვალ და ჩაგეხუტები.

აუცილებლად მოვა ეგ დღე, როცა ნამდვილად ჩავეხუტებით ერთმანეთს მანდ, სადაც არასდროს აღარ ვიქნებით შორს ერთმანეთისგან. როდის, არ ვიცი, მაგრამ მოვა. ძალიან მიყვარხარ და მენატრები, გილოცავ დაბადების დღეს იქ, სადაც ხარ. უფალმა აცხოვნოს შენი ლამაზი სული”, – წერს შერმადინი.

ასევე იხილეთ