“ერთ თვეში რუსეთში ქალების ცეკვა ნახეთ თქვენ, კაცი რომ აღარ ეყოლებათ“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.

“პირველად 96 წელს მივაქციე ყურადღება და ძალიან გაკვირვებული დავრჩი, გერმანიაში ლუდის ბარებში ქალები ერთმანეთს რომ ეცეკვებოდნენ. თან ეს ჩვევა იმდენად რიტუალური და მასიური ხასიათისაა, რომ არა აქვს მნიშვნელობა ერთმანეთს იცნობენ ქალები თუ არა.

2000-იანების დასაწყისში რამდენჯერმე კიდევ რომ შევესწარი, კითხვა გამიჩნდა რაიმე ორიენტაციის შედეგი ხომ არ იყო.
ბოლოს ბერლინის ციხეში გაცნობილ გერმანელ მეგობარს ვკითხე ეს რა ჯანდაბაა, კაცებთან ერთად არიან მოსული და მაინც და მაინც ქალები რატომ ეცეკვებიან ერთმანეთს მეთქი.

თურმე ეს ჩვევა გერმანელ ქალებს მეორე მსოფლიო ომმა გამოუმუშავა, იმის გამო რომ კაცი აღარ დარჩათ ომის შემდეგ.
დედა მოუააა, ერთ თვეში რუსეთში ქალების ცეკვა ნახეთ თქვენ, კაცი რომ აღარ ეყოლებათ“, – წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ასევე იხილეთ