„მქონია მომენტი, დილა რომ თენდება, არ მცოდნია, რა ვქნა, რა ვაჭამო შვილებს…“

„რუსთავი 2“-ის წამყვანთან, სოფო ნარჩემაშვილთან ჩაწერილი ბლიცი „შუადღის“ გვერდზე სოციალურ ქსელში ახლახან გამოქვეყნდა. მან თავისი რჩევები გაუზიარა ქალბატონებს…

„პირველი რჩევა არის ის, რომ იმედი არ დაკარგონ. მქონია ასეთი პერიოდები, რომ მიფიქრია, დილა რომ თენდება, რა ვქნა, რა ვაჭამო შვილებს. მთავარია, იშრომო ამისთვის, იმედი არ დაკარგო, რაღაც გააკეთო, სახლში ჯდომით არაფერი გამოდის. ზოგჯერ გიმართლებს, ზოგჯერ – არა. მე რამდენჯერმე გამიმართლა შემთხვევით, მაგრამ შემდეგ უნდა დაამტკიცო, რომ რამეს წარმოადგენ, თორემ იმხელა კონკურენციაა, იმდენად რთულია, რომ ძალიან ძნელია…“

ასევე იხილეთ