“რუსეთის “პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა რუსეთიდან გაიქცა”

რუ­სე­თის “პირ­ვე­ლი არ­ხის“ ყო­ფი­ლი რე­დაქ­ტო­რი მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვარუ­სე­თი­დან გა­იქ­ცა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო “რო­ი­ტერ­სი“ ოვ­სი­ა­ნი­კო­ვას ად­ვო­კატ­ზე დი­მიტ­რი ზახ­ვა­ტოვ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის ყო­ფი­ლი რე­დაქ­ტო­რის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა ახლა “ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა”, თუმ­ცა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან მან თავი შე­ი­კა­ვა, რად­გან “ეს შე­საძ­ლოა ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრობ­ლე­მად იქ­ცეს”.

შე­გახ­სე­ნებთ, ოვ­სი­ა­ნი­კო­ვამ მარ­ტში, რუ­სე­თის პირ­ვე­ლი არ­ხის პირ­და­პირ ეთერ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი გა­აპ­რო­ტეს­ტა, რა დრო­საც ხელ­ში პლა­კა­ტი წარ­წე­რით “არა ომს” ეჭი­რა.

ასევე იხილეთ