“აი, ასეთი რამეებიც ხდება, იცნობდეთ ამ ბიჭს, ბებო დიდი ხანი იქექებოდა საფულეში”

სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო ვრცელდება. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი, სულხან წულაძე წერს, ბებოს, რომელიც მაღაზიაში ფულს ეძებდა, იქვე მდგომმა მამაკაცმა 100 ლარი აჩუქა.

“ჩემო ტკბილო ხალხო. აი ასეთი რამეებიც ხდება. ამ ბიჭს თუ იცნობთ უთხარით უდიდესი მადლობა.

ბებო დიდი ხანი იქექებოდა საფულეში. ხურდებს ეძებდა. აი ამ ადამიანმა ამოიღო ასი ლარი და აჩუქა. უთხრა დაგივარდაო. თავს იკლავდა ბებო არა მე არ მქონდა და არ დამივარდებოდაო.
ხოდა აი ორივე უმაგრესი ადამიანია”, – წერს წულაძე.

 

 

 

No description available.

ასევე იხილეთ