“რამდენიმე თვე ონლაინ ვლაპარაკობდით, შემდეგ ის ჩამოვიდა ჩემთან პარიზში და უკან აღარც წავიდა”

ქართველი დიზაინერი, “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია Vogue France-სთან მიცემულ ინტერვიუში თავისი სიყვარულის შესახებ საუბრობს.

“ფეისბუქზე” ინტერნეტს ვსქროლავდი, როდესაც უცხო ბენდის მუსიკამ ჩემი ყურადღება მიიქცია. დავსერჩე და Facebook-ზე მისი ფოტო ვნახე, ამ ბენდში უკრავდა. გადავწყვიტე რომ მიმეწერა. მაშინ პარიზში ვცხოვრობდი, ის ლონდონში იყო.

რამდენიმე თვე ონლაინ ვლაპარაკობდით. მე ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ჩემს ინტუიციას ცხოვრებაში ყოველთვის კარგ ადგილებამდე მივუყვანივარ. ინტუიცია მეუბნებოდა, რომ უნდა მენახა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ პარიზიდან ლონდონში ჩავსულიყავი და პირადად გამეცნო. ლონდონში 3 დღით ჩავედი. შემდეგ ის ჩამოვიდა ჩემთან პარიზში და უკან აღარც წავიდა”, – ამბობს დემნა.

ასევე იხილეთ