“ეს ჩვენი ძლიერი გოგოა, ანა…ტკივილის მიუხედავად იბრძვის ჩვენთად ერთად სიმართლისთვის”

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში Feedc-ის ვიდეოს აზიარებს, რომელშიც გოგონა სახელად ანა (ერნა) პლატფორმის შესახებ საუბრობს.

როგორც იზა ომაძე წერს, ანა იბრძვის რომ პლატფორმა Feedc -ი იყოს სწორედ ისეთი, როგორიც ჯერ კიდევ შექმნის დღიდან წარმოედგინათ.

“ეს ჩვენი ჭკვიანი, მიზანდასახული და ძალიან ძლიერი გოგოა ანა(ერნა)…მიუხედავად დიდი ტკივილისა, იბრძვის ჩვენთან ერთად სიმართლისთვის…

იბრძვის რომ პლატფორმა Feedc -ი იყოს სწორედ ისეთი როგორიც ჯერ კიდევ შექმნის დღიდან წარმოედგინათ…

იცის რომ ნიკოს იქ ზეცაში ყველაზე მეტად უხარია მისი წარმატება…

წარმატებები ჩვენს გოგოს, აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს…

Feedc-ი Forever”, – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.

ასევე იხილეთ