“ზედ გადამყვა ეს ხალხი და გული მეკუმშება სირცხვილით და უხერხულობით“

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი, რომელიც ტურნეს ფარგლებში იტალიაში იმყოფება, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

“უკვე მეორე კვირაა იტალიაში ვარ, ვცდილობ მივიდე ყველა ქართველთან (ყველგან ვერ ვახერხებ მაგრამ ძალიან ვცდილობ) ვინც შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, ზოგი მუშაობს და სამსახურში ვაკითხავ, ზოგს ქუჩაში ვხვდები, ზოგი შორიდან მითვლის სიყვარულს.

ვაკვირდები მათ ცხოვრებას, სირთულეებს, წარმატებას, მცდელობებს, შემართებას, იმედგაცრუებას, ბრძოლას და უამრავ სხვა რამეს.

საქართველოდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, უფრო სწორად რომ ვთქვა არაერთგვაროვნად ჩანს, ან კარგად ან ცუდად მაგრამ ზუსტად და რეალურად მხოლოდ მაშინ ხედავ თუ დიდი ხნით გაჩერდები მათთან.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ცრემლი, ოფლი, სისხლი, დარდი, მონატრება და მოთმინება დგას თითოეული ცენტის უკან, აი იმ ცენტის უკან რომლებსაც ერთმანეთზე ადებენ, აკოწიწებენ და საქართველოში აგზავნიან.

გიფიქრიათ ამაზე, (ანუ ამ კითხვას რომ ვსვამ მინდა ეს კითხვა გააზრებულად დაუსვათ საკუთარ თავს და მერე ასევე გააზრებული და გულში გატარებული პასუხიც გასცეთ) რამდენი რამე დგას ამ ყველაფრის უკან?

ამ დღეებში (დღესაც) უამრავი მადლობა მოვისმინე ჩემი მისამართით.

ხალხო მე არაფერი გამიკეთებია სამადლობელი. პირიქით, მე მგონია რომ არ დამიმსახურებია ამხელა სითბო, ამხელა ყურადღება და  სიყვარული. ზედ გადამყვა ეს ხალხი და გული მეკუმშება სირცხვილით და უხერხულობით.

სხვა ვერაფერს ვამბობ გარდა ერთი სიტყვისა –  მ ა დ ლ ო ბ ა!!!” – წერს გიორგი სუხიტაშვილი.

ასევე იხილეთ