“ბევრმა არ იცის… მასთან ატირებული პატარა გოგო მივედი”

ემიგრანტი ხათო ბარათაშვილი დავით სერგეენკოს შესახებ პოსტს აქვეყნებს.

“გუშინ გავიგე, რომ დავით სერგეენკო პოლიტიკაში ბრუნდება.
ბევრმა არ იცის ბატონი დავითი რა მაგარი ადამიანია – უკეთილშობილესი და სიკეთით სავსე.

2011- ში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული დღეები დადგა. მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა და არ ვიცოდი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, ჩემი მეუღლე როგორ გადამერჩინა – მისი სიცოცხლისთვის საჭირო იყო ძალიან ძვირადღირებული წამალი, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებდა. ბატონი დავითი მაშინ საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა. მივედი მასთან პატარა გოგო – თხოვნით და ატირებული. – იქნებ რამე შევძლოო! – ეს იყო პასუხი. მეორე დღესვე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ წამალი დაფინანსებული იყო და შევძლებდით მკურნალობის ჩატარებას.

🙏იმის შემდეგ არ გასულა ერთი დღე, რომ არ დამელოცოს ეს ადამიანი და გულში მადლობა არ გადამეხადოს მისთვის და საერთოდაც, ათასობით ადამიანი დადის საქართველოში, რომელიც ბატონმა ბიძინამ, ბატონმა დავითმა და ფონდმა „ქართუ“-მ გადაარჩინა.

🙌მადლობა მათ ამდენი სიცოცხლისთვის!!!
ბევრი სეერგენკო ჩემს ქვეყანას, მას ძალიან კეთილი გული აქვს!

ეს, აუცილებლად უნდა დამეწერა!”

ასევე იხილეთ