“თენგო გოგოტიშვილი, ოე! ჩაჯვის საქათმის ლომფხვო! და “რუსეთის რისხვავ!“

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თენგო გოგოტიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს.

„მე შაირი არ მინდოდა…

1994 წელი იყო. გია ყარყარაშვილმა მინისტრის რანგში ბოლო თათბირი ჩაატარა, წარმატებები გვისურვა ყველას და გვთხოვა, პატიოსნად, ალალად გაგვეგრძელებინა ქვეყნის სამსახური. ზოგმა გააგრძელა… მე, პირადად, იმ მომენტისთვის, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, არ მოვინდომე მოსკოვიდან დანიშნული რუსულენოვანი მინისტრის „პრესცენტრობა“ და მისი „გაპრავება“. ჩემი ღირსებისთვის შეუფერებლად მივიჩნიე ეს ადგილი და გიორგაძის კლასტერისა და „ესენგეში“ შემათრეველი გუნდის წევრობა, რუსების მოძღვნილი ჭრილობებიც არ მქონდა ბოლომდე მოშუშებული, რაიმე რომ დამვიწყნოდა… აღნიშნული თათბირი დასრულებული არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევარი ვრჩებოდი, კადრებს მივაშურე და დავტოვე თავდაცვის სამინისტრო… მყისიერად, ჩემ ადგილზე ამოწინაურდა ვინმე თენგო გოგოტიშვილი და წლების განმავლობაში, საკმაოდ წარმატებით მეხოტბეობდა ვარდიკოს (ნადიბაიძე) გენიალობას და მოსკოვის სიყვარულს!..

თენგო გოგოტიშვილი, ოე! ჩაჯვის საქათმის ლომფხვო! და „რუსეთის რისხვავ“! სანამ შენ და შენმაგვარები ჩემზე საჭორაოდ ჩაუჯდებით „ფეისბუქში“, ჩვენს შორის განსხვავება არ დაგავიწყდეს, შე კაცმაცუნავ! ხომ გახსოვარ მაგრად! თვალებს რომ მარიდებ და მძ…ის ფერი გედება ჩემი დანახვისას, შეიძლება ერთხელაც ვერ ამერიდო და ფუას და ვავას გადაეყარო, პუტინ ხუილოს რეკლამიორო!“ – წერს მალხაზ თოფურია.

ასევე იხილეთ