“იქნებ დაანებოთ თავი ამ გოგო-ბიჭებზე არაფრის მთქმელ მსჯელობას?”

გოგი გვახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ბევრი მიზეზის გამო არ ვწერ არაფერს შაქარაშვილის ტრაგედიაზე
მაგრამ ერთი კი უნდა შევნიშნო – ქართულ საზოგადოებას მიეცა შანსი “გაარჩიოს” 18-19 წლის ახალგაზრდების ცხოვრება. რა დროის გატარება აუტყდათო, იმის თავი ხომ აქვს, რომ საყურე გაიკეთოსო, რანაირად მეტყველებენო, “ანუ, ანუს” იმეორებენო და ა.შ
საქართველოში მკვდარი რომ უფრო უყვართ ვიდრე ცოცხალი, ეს ხომ ყველამ იცით.
იქნებ დაანებოთ თავი ამ გოგო-ბიჭებზე არაფრის მთქმელ მსჯელობას? არ გეცოდებათ? ოდნავ მაინც გაქვთ წარმოდგენა რა დღეში არიან ახლა?

p.s. ამ სტატუსის ქვეშ საქმის მორიგი გარჩევა და ჭორაობა დაუყონებლივ წაიშლება”

ასევე იხილეთ