“ჩემს გოგოს რომ შეხედავ, გარეწარო – რა გულით პარავ? შენ ცოცხალი ლეში ხარ”

ექსკურიისას გარდაცვლილი 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“საგნები კი არა, ანგელოზი შვილი დავკარგე…

მოვედი ამ დილით სოფისთან და ძალიან უბრალო ნაჭრის ჩანთები, ერთში ბლოკნოტები მედო, ზოგჯერ ბავშვები წერენ სოფის წერილებს, რასაც ვკითხულობ და მეორეში ქვიშა მეყარა, სასანთლეში ამოსაცვლელად… აღარ დამხვდა.

ქვიშა ძირს ყრია, ბლოკნოტები და კალამი – მაგიდაზე.

აღარ ვბრაზობ. გული მტკივა საშინლად. ჩემს გოგოს რომ შეხედავ, გარეწარო, იმას რა გულით პარავ? ეს ხომ გაჭირვების გამო არ გააკეთე? უბრალოდ ავადმყოფი ხარ და სადაა სამართალი – ჩემი სიკეთის მთესველი სად მყავს და შენ ცოცხალი ლეში სად დადიხარ?!”

ასევე იხილეთ