“ფრთხილად, ქართველებო! – ისინი ფარულად ლესენ სისხლიან დანებს!”

პროფესორი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულს მოვლენებს ეხმიანება და ოპოზიციური ძალების როლზე საუბრობს.

მისი თქმით, ოპოზიციური ძალები და მათთან ასოცირებული მედია-საშუალებები აქტიურად მუშაობენ საკუთარ პიარზე და ცდილობენ ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

“არ გამოიძიეს დროულად და რატომ არ გამოიძიესო?! გამოიძიეს სწრაფად და რატომ გამოიძიეს ასე სწრაფადო და კიდევ თქვეს, სუიციდი შეიძლება ყოფილიყოო და რას ჰქვია ამის თქმაო. ჯერ ცხონებულ შაქარაშვილზე რატომ არავინ არ დაიჭირესო, დაიჭირეს 17 ბიჭუნკელა-ნაძირალა და რატომ დაიჭირესო.
და ამას აკეთებენ საშალიკოეთ-საფანჩატურეთში შეკრებილი პოლიტიკოსები და ე.წ. ტელევიზიები და ე.წ. ჟურნალისტები – 21-ე საუკუნის მეხუთე კოლონა. და ამას აკეთებენ დავალებით და ამაში იღებენ ფულს.
წარმოიდგინეთ, ახლა ესენი მოწინააღმდეგესთან ომის დროს რას ჩაიდენენ.
ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ხავიან, საზღვრები გაიხსნასო. ვითომდაც ეკონომიკის წინსვლისათვის, სინამდვილეში კი სურთ მეტი ხალხი დაავადდეს და დაიხოცოს!
და ეს მერე გამოიყენონ პიარისათვის და ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ!
საშუალება რომ მიეცეთ, დიდი სიამოვნებით დახოცავენ გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძეს. რატომ? იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ჩააგდეს მათი არაადამიანური გეგმები!
დიახ, ესენი არიან ნეოტროცკისტები. იმ ძალების პირდაპირი მემკვიდრეები, რომლებიც 1920-1930-იან წლებში კლასობრივი მტრების ბავშვებს სახლებში ცოცხლად წვავდნენ, მოხარშულ სათესლე მასალას თესდნენ, რათა შიმშილობას მოეცვა ქვეყანა, თხუთმეტ წელზე ზემოთ ვინც იყვნენ, იმათი ფიზიკურად განადგურება სურდათ, ადამიანებს ცრუ დასმენებით საიქიოს ისტუმრებდნენ, ივანე ჯავახიშვილებს უნივერსიტეტიდან აძევებდნენ, უნივერსიტეტს აუქმებდნენ, უდანაშაულო ადამიანებით ავსებდნენ ციხეებს…
მეგობრებო! ჩვენ წინაშე უსაშინლესი ძალაა, დამერწმუნეთ, უსაშინლესი, რომელიც აუცილებლად 31 ოქტომბერს ქაღალდის ტყვიით უნდა გავაქროთ პოლიტიკური ველიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნაძირალები სისხლის ზღვებს დააყენებენ საქართველოში, როგორადაც დააყენეს ჯერ 1930-იანებში, შემდეგ 1990-იანებიდან 2012 წლის ჩათვლით. სააკაშვილები, ადეიშვილები,ბოკერიები, ჭაკუები, ახალაიები… არსად წასულან, აქვე არიან და ჩასაფრებულნი, ელოდებიან თავიანთი დროის დადგომას! ისინი ფარულად ლესენ სისხლიან დანებს!
ფრთხილად, ქართველებო, ფრთხილად!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე იხილეთ