“ისეთ შოკში ვიყავი, ტაქსიში ცრემლებს ვერ ვიკავებდი”

მსახიობმა ნიკა ქავთარაძემ ფეისბუქში შემდეგი პოსტი დაწერა:

“ჟვანია – შატბერაშვილზე დილაობით ერთი კაცი “ასეირნებს” 2 ქართულ დიდ ნაგაზს და ერთ პატარა ზომის ძაღლს.
უფრო სწორად, ანადირებს ქუჩის ძაღლებზე და კატებზე.
ერთ დილას, ჩემ თვალწინ ჩვენი ეზოს ფისო დალეწეს, დაამტვრიეს ძვლებში და მოკლეს. ისეთ შოკში ვიყავი, ტაქსიში ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
მის მერე არ შემხვედრია ეს კაცი, რომ დავლაპარაკებოდი.
დღეს დილით, აბაზანაში გავიგობე, რომ ჩემი ჩიკა და კოკო ყეფენ გაუჩერებლად, ეგრე არ იქცევიან ზოგადად სახლში. გამოვედი და მესმის ქვემოდან საშინელი ყეფა, წკმუტუნი, ბევრი ძაღლის. ვხედავ ქეთი ფანჯრიდან იყურება და ვიღაცას უყვირის. გადავიხედე და ისევ ეს კაცი ანადირებს თავის ძაღლებს, ახლა უკვე უბნის ძაღლებზე. ალბათ მინიმუმ 5 ძაღლი იმსხვერპლეს. დავუძახე, როგორ არ გხცვენიათქო, მერამდენედ უნდა ქნა. ევრე მეთქი და აქეთ დაგვიწყო მუქარა და ლანძღვა მე და ქეთის.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს ყავს ჩემს კორპუსში ძაღლი, ეზოს ცუგები მაინცდამაინც არ უყვართ მეზობლებს, ამიტომ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ვინმე ამას გააპროტესტებს.
ამიტომ გთხოვთ დამეხმაროთ. ვის უნდა მივმართოთ ასეთ დროს?
უბანში მითხრეს, მაგისი არაა ეგ ძაღლები – მომვლელიაო.
ჯერაც ვერ ვწყნარდები  უბრალოდ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა საშინელ სანახაობაზე გეუბნებით 
რა დაუშავეს ამ საყვარელმა ცუგებმა?!”, – წერს ნიკა ქავთარაძე.

ასევე იხილეთ