“აქ ბანაობენ ჩვენი შვილები, ამ თევზით იკვებებიან და ვიკვებებით ყველანი”

თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ზაფხულს საქართველოში ზღვაზე ოჯახთან ერთად ატარებს.

ცოტა ხნის წინ, მან გამოქვეყნა ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ზღვა შტორმის შემდეგ და რამდენი ნაგავი მოჰყვება წყალს.

„ყოველი შტორმის შემდეგ, ტალღებს გამოჰქონდა უამრავი ნაგავი… აქ ნახავდით ყველაფერს, ნათურებს, ნემსებს, შამპუნის და ზეთის ბოთლებს, ფეხსაცმლებს… გავუფრთხილდეთ ბუნებას და გარემოს!!! აქ ბანაობენ ჩვენი შვილები, ამ თევზით იკვებებიან და ვიკვებებით ყველანი… არ გადაყაროთ ნაგავი მდინარეში, არც ტყეებში და მინდვრებში, არც გზებზე! ნაგავი მოათავსეთ მანქანაში (თუ გზად არაფერი არ არის) შემდეგ უკვე ნაგვის ურნაში! გაუფრთხილდი გარემოს“, – წერს ანუკი არეშიძე საკუთარ instagram სთორის ვიდეოზე.

 

 

0
ასევე იხილეთ