“მოკეტეთ უკმაყოფილოებო და სხვების განქიქებას საკუთარ რეაქციებს მიხედეთ”

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ვისაც ღია ეთერში გამოძიება არ მოსწონს მათ გასაგონად:

რა თქმა უნდა ძნელი გადასახარშია ღია ეთერში გამოძიება მით უმეტეს მკვლელობის, როცა ამას ყველანაირი ადამიანი უსმენს და უყურებს. ეს იგივეა, პირდაპირ ეთერში აყურებინო ყველას თუნდაც ყველაზე იოლი ქირურგიული ოპერაცია ადამიანზე.

მაგრამ ტოვებს კი სხვა გზას ეს ხელისუფლება?!
არა! არ ტოვებს!
ხოდა მოკეტეთ უკმაყოფილოებო და სხვების განქიქებას საკუთარ რეაქციებს მიხედეთ აჯობებს ვის რაზე დასცინით და რა გაღიზიანებთ.
არც გვარამიაა გასალანძღი და არც ბაჩანა დასაცინი.
გასალანძღი ეს ხელისუფლებაა და დასაცინი კი ის მდგომარეობა, რომელშიც ამ ხელისუფლების წყალობით აღმოვჩნდით.
ხოდა სანამ გაარკვევთ ვინ უნდა ლანძღოთ და ვის უნდა დასცინოთ, სად უნდა გაიცინოთ და სად თავში აგური იცეთ, საკუთარ კედლებზე ივარჯიშეთ, სხვაგან ნუღარ გადაიტვირთავთ თავს”.

ასევე იხილეთ