“შევხედე, შემომხედა, თვალი ჩამიკრა – ქართველი ჟურნალისტისა და ტომ ჰარდის მოულოდნელი შეხვედრა”

ქართველი ჟურნალისტი, ელენე ფირცხალაიშვილი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ შემთხვევით ინგლისელ მსახიობს ტომ ჰარდს შეხვდა.

ჟურნალისტის პოსტი ემოციურია და წერს, რომ სიხარულისგან ვინმემ შემოულაწუნოს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ჰარდი კაფეში შემთხვევით შეხვდა და მიესალმა კიდეც.

„ვზივარ რიჩმონდში, გარე კაფეში, თამოს Tamara და მაკას Maka ველოდები, ვახშამი უნდა გვქონდეს…

ვიღაც გაბურძგნული ტიპი ჩამოდგა წინ, შორტებში და ტატუებში, პერიფერიული მხედველობით მივხვდი, რომ რაღაც ნაცნობი იერივით ჰქონდა, დავაკვირდი და ჰოი საოცრებავ, ტომ ჰარდი ორ პაწაწკუნტელა შვილთან ერთად.

შევხედე, შემომხედა, ეგრევე გვერდზე გავიხედე, არ იფიქროს რომ მივაშტერდითქო. მერე წავიდა სუპერმარკეტ „ტესკოსკენ“.

იქ უსახლკარო ბიჭი იჯდა ბორდიურზე. ორივე შვილს სენდვიჩები დააჭერინა ხელში და მიეცითო, უთხრა.

ასე 5-10 წუთი გაჩერდა, მერე სახლისკენ წავიდა (ვიცი, სადაც ცხოვრობს, ამ უბნელია) გზად ჩემსკენ უნდა ჩამოევლო, გავხედე, შემომხედა, გვერდზე გავიხედე, მერე ისევ გავაპარე თვალი, (რა ვქნა, ტომ ჰარდია) ისევ შემომხედა, თვალი ჩამიკრა – ჰაი-ო, მეც გავუღიმე და მივესალმესავით.

იმის მერე გაღიმებული ვზივარ. შემომილაწუნეთ ვინმემ, თქვენს გახარებას!“– წერ ჟურნალისტი.

ასევე იხილეთ