“ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობები, გიორგი ტაბიძე და ნინა ლორთქიფანიძე დაინიშნენ

„ჩემი ცოლის დაქალების“ გმირები, სანი და ელენე, დაინიშნენ. გიორგი ტაბიძე და ნინა ლორთქიფანიძე ახალგაზრდა მსახიობები არიან, რომლებმაც სიყვარულის ისტორია კადრს მიღმა გაიტანეს და მანამ, სანამ ჩვენ სერიალის გმირების სიყვარულის ისტორიას ვადევნებთ თვალს, რეალურ ცხოვრებაში დაინიშნენ.

სანი და ელენე გიორგი ტაბიძე ნინა ლორთქიფანიძე

წყვილის შესახებ მითმა-მოთქმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა საზოგადოება იმდენად იყო გართული მათი პერსონაჟების, სანის და ელენეს სიყვარულის ისტორიით, რომ რეალური სიყვარულის ისტორია არც შეუმჩნევიათ.

სანი და ელენე გიორგი ტაბიძე ნინა ლორთქიფანიძე

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მსახიობებმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მათი სიყვარულის ისტორიაც მალევე დაიწყო და გუშინ, 16 აგვისტოს გიორგი ტაბიძემ ნინა ლორთქიფანიძეს ხელი სთხოვა.

ეს ამბავი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა სოციალურ ქსელში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენც ვულოცავთ გიორგის და ნინას და ბედნიერ თანაცხოვრებას ვუსურვებთ.

სანი და ელენე გიორგი ტაბიძე და ნინა ლორთქიფანიძე

საინტერესოა, როგორ განვითარდება ეს ისტორია სერიალში. ჯერჯერობით „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-17 სეზონი დაანონსებული არ არის, თუმცა იმედია მოვლენები სერიალშიც ისე სასიამოვნოდ განვითარდება, როგორც რეალურ ცხოვრებაში.

ასევე იხილეთ