“აუცილებელი არ არის, ყველას მოეწონოს”

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა მეფარიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სახალისო სტატუსს აქვყენებს, რომელსაც 40-47 წლის ადამიანებს უძღვნის.

სტატუსით ანა, საზოგადოების არასწორ პრიორიტეტებზე მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში ადამიანმა პირადი ემოციური კომფორტი უნდა შეიქმნას. მისი აზრით, ამაში შედის, ახალი შთაბეჭდილებები, დასვენება, სიმშვიდე და საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა.

პოსტი, რომელიც 10 პუნქტისგან შედგება და ძლიან სახალიოა უცვლელად გთავაზობთ:

„პოსტი ეძღვნება 40 წელს 2-3-7 წლით გადაცილებულებს.

(აუცილებელი არ არის ყველას მოეწონოს)

1. ტორტსა და ვაშლს შორის არჩევანის გაკეთებისას, უპირატესობა წყალს მიანიჭე.

2. თუკი უკვე ღამის 12 საათია, შენ კი თავი გაქვს დასაბანი, ფეხების ეპილაცია და მანიკიურიც გასაკეთებელი გაქვს – ყოველთვის აირჩიე ძილი. იმიტომ, რომ ფეხები შეგიძლია დამალო, თმა შეიკრა, ფრჩხილებზე წაისვა გამჭვირვალე ლაქი, სანამ ტრანსპორტს ელოდები, მაგრამ ვერაფერი დაფარავს დაღლილ, წაშლილ ფიზიონომიას და საშინელ ხასიათს.

3. იმოგზაურე, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგეცემა. ახალი შთაბეჭდილებები – საუკეთესო საშუალებაა, დააგროვო გამოცდილება, თანაც ისე, რომ არ დაბერდე.

4. იქამდე, სანამ რაიმეს ან ვინმეს განსჯიდე, დაუსვი საკუთარ თავს კითხვა: „არის კი ეს ჩემი საქმე?“. შემდეგ მოკეტე და საკუთარ საქმეს მიხედე.

5. თავბრუდამხვევ რომანსა და ფულის კეთებას შორის ყოველთვის გააკეთე არჩევანი მეორის სასარგებლოდ.

6. რაც უნდა ხანგრძლივი და მხიარული იყოს წვეულება, ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ საკუთარ ლოგინში გაიღვიძო.

7. დახარჯო დრო და ემოციები არანორმალურ ადამიანზე, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია გამართლებული: თუკი შენ ექიმი ხარ, ის კი – პაციენტი, რომელიც ფულს გიხდის.

8. კამათში ჭეშმარიტება კი არა, შაკიკი იბადება.

9. სიმშვიდესა და სიმარტოვეში გატარებული დღე იმაზე უკეთ დაგეხმარება მოდუნებაში, ვიდრე სპა-სალონი.

10. მსოფლიოში არცერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ ატარო არაკომფორტული ფეხსაცმელი.

ასევე იხილეთ