“სარეკლამო ფონად პორნოკასრები უნდა აგერჩია! ვა ღოლა, გიგა!”

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც “ევროპული საქართველოს” წინასაარჩევნო კამპანიას ეხმაურება.

“უი, მოწონებია გიგას ქართუ ფონდის მიერ აღდგენილ- გარემონტებული სენაკის თეატრი. არა და, ეს თეატრი დიდი ხანია დგას და ფუნქციონირებს. დიახ, მაშინაც იდგა, როცა გიგა- მიშას რეჟიმი იყო ხელისუფლებაში. მაშინაც, როცა რუსები ბომბავდნენ სენაკს, მიშას წყალობით. მაშინაც, როცა კასტილიანის მიერ გაუპატიურებული კაცის ბღავილი ისმოდა სამეგრელოში…- ვა ღოლა!!!… ვა ღოლააა!!!
ჰო და, მაგრად მიქარა გიგიმ, სენაკის თეატრი რომ აირჩია სარეკლამო ფონად… პორნოკასრები უნდა აერჩია, ან პორნობუნკერი… ან პალიასტომის ტბა, რომელიც მისი ხელისუფლების მიერ ჩაყრილი “ ტრუპების” სასაფლაოა…
ვა ღოლა, გიგა! ვაშინერს!…” – წერს ხათუნა ხოფერია.

ასევე იხილეთ