ილია, აკაკი და ისრაელის ელჩი: რან გიდორმა ქართველ მოსწავლეებს სწავლის დაწყება ასომთავრულით მოულოცა

ისრაელის ელჩმა რან გიდორმა ქართველ მოსწავლეებს სწავლის დაწყება ასომთავრული წარწერით მიულოცა. ელჩმა მოსალოცი ვიდეო  პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან გადაიღო.

რან გიდორი ასომთავრულით წერს „გილოცავთ“, შემდეგ მას ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ზურგჩანთას „უგდებენ“ და ისრაელის ელჩი სკოლაში მიდის.

კრეატიულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ცნობილია, რომ ისრაელის ელჩი საქართველოზე შეყვარებულია. ცდილობს, ქართულ ენასთან ერთად ქართული სიმღერაც ისწავლოს.

საქართველოში დაიბადა მისი გოგონაც. ელჩი სიამაყით ამბობს, რომ მისი გოგონა თბილისელია.

 

ასევე იხილეთ