„რასაც „ფეისბუქზე“ ვკითხულობ, წარმოუდგენელი გინება და მიწასთან გასწორებაა…“

ნინი ბადურაშვილის საყოველთაო კრიტიკასტელეწამყვანი ეკა ხოფერია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რასაც სოციალურ ქსელებში კითხულობს, სისასტიკეა.

გთავაზობთ ჟურნალისტის სტატუსს:

„გადავლაცაა და გადავლაც. არ დაეთანხმო, გააკრიტიკე ადამიანი. ის, რასაც ვკითხულობ „ფეისბუქზე“, ჩემთვის წარმოუდგენელი სისასტიკე, ღვარძლი, გინება და მიწასთან გასწორებაა“.

შეგახსენებთ, რომ ნინი ბადურაშვილმა გოგონას, რომელმაც მას უარყოფითი კომენტარი დაუწერა, ფოტო გამოუქვეყნა და მიმართა, ასეთი გარეგნობით რატომ ბედავდა სხვის გაკრიტიკებას, რამაც სოციალურ ქსელში ნინის წინააღმდეგ მთელი კამპანია ააგორა.

ასევე იხილეთ