“დეზინფორმაციების კოორდინატორად ნიუ-იორკში მუშაობდა ანდროპოვის პირადი ფავორიტი თემურ ალასანია”

ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღისადმი მიძღვნილ სემინარზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს ბრიფინგი გავუმართეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ვთხოვეთ რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მხარი დაეჭირა სენატს. მაშინ, სენატორი ჯესი ჰელმსი გვიჭერდა მხარს აქტიურად, აგრეთვე სენატორი ლუგარი და სემ ნანი ჯორჯიიდან. იქ მოვიდა შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტოს (USIA) დეზონფორმაციის დეპარტამენტის უფროსი და გვთხოვა რომ სენატში გამოსვლის შემდეგ მის ოფისსაც ვწვეოდით. წავედით მასთან სენატში გამოსვლის შემდგომ და მან გადმოგიშალა ასობით გვერდი Fake News-ებისა, რომელიც ამერიკულ პრესაში ვრცელდებოდა. მან გვითხრა რომ ამ ‘ვითომ ნიუსებს’ ყოველდღიურად მას უგზავნიდნენ ნიუ იორკიდან და მიუნჰენიდან ძმები გუდავები, რომლებიც მისივე ინფორმაციით მუშაობდნენ საბჭოთა სპეცსამსახურებზე. მისივე თქმით ამ დეზინფორმაციების კოორიდნატორად ნიუ იორკში მუშაობდა იური ანდროპოვის პირადი ფავორიტი, თემურ ალასანია. მისი ხელმძღვანელობით ყოველ დღე ვრცელდებოდა ყალბი ნიუსები იმის თაობაზე თუ რა საშინელებებს სჩადიოდნენ ქართველები. ამ დეზინფორმაციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია – მას ადანაშაულებდნენ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში და ათას უბედურებაში. სინამდვილეში, ეს ყველა ინფორმაცია Fake News-ი იყო. ამერიკელმა დეზინფორმაციის სპეციალისტმა, მაშინ გვითხრა რომ ამ ნიუსებს აგრეთვე ავრცელებდა ‘ახალგაზრდა პოლიტიკური მეცნიერი უკრაინიდან’, რომლის ვინაობის დადგენა ჭირსო. მას ეტყობა რომ გარკვეული განათლების ბაზა აქვსო, და ამიტომაც მის მიერ მოწოდებულ ‘ანალიზს’ განსაკუთრებული ზიანი მოაქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღიარებისთვისო. ხომ არ იცით ეს პიროვნება ქართულ პოლიტიკაში რა პარტიას წარმოადგენსო. როცა სახელი ვკითხეთ ამ დეზინფორმატორის, რომელიც ყველანაირად ებრძოდა ჩვენს დამოუკიდებლობას 1991 წლის აპრილში, პასუხად მივიღედ (რუსული ტრანსკრიფციით) – მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი. მაშინ, არც მე და არც ერთ ჩემს მეგობარს საერთოდ არ გვქონდა წარმოდგენა იმაზე თუ ვინ იყო ეს პიროვნება. ეს ადამიანი საქართველოში 1991 წელს არაფრით ცნობილი არ იყო. ვუპასუხეთ რომ არ ვიცით ეს ადამიანი საერთოდ რას წარმოადგენს ან რომელიმე პარტიაში თუ არის. ‘სამაგიეროდ მე ვიცი, – გვიპასუხა ამერიკელმა ჩინოსანმა – ის საბჭოთა კგბ-ს ოფიცერია. ფრთხილად იყავით ასეთ ხალხთან – რადგან ყველაზე მეტ ზიანს გაყენებენ ისეთები, რომლებიც საერთოდ არ სჩანან თქვენს ქვეყანაში'” – რა ვიცოდი რომ ეს ნათქვამი წინასწარმეტყველებად იქცეოდა.”

ასევე იხილეთ