“ეს ბიჭი ახლა დრანდის ციხეშია დატყვევებული და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოასალმონ სიცოცხლეს!”

ნიკო მიქაია, სოციალურ ქსელში, წერს:

“აი ეს ერთი გალელი ბიჭი, აფხაზეთიდან დევნილი 2016 წელს დაბრუნდა გალში, რომ ბებია არ დაეტოვებინა მარტო! აფხაზებს თავიანთ ეგრედწოდებულ დამოუკიდებლობის დღეს დაუწვა დროშა და უთხრა, რომ აფხაზეთი საქართველოა!

ეს ბიჭი ახლა დრანდის ციხეშია დატყვევებული და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოასალმონ სიცოცხლეს! და ჩვენ? ჩვენ აი ასე ბაიყუშებივით ვზივართ და ხმას არ ვიღებთ!

ჩვენ ხომ მთავრობა არ გვყავს, რომ საკუთარი მოქალაქე დაიცვას და ტყვეობიდან დაიხსნას! ჩვენი უშიშროება ხომ მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს და საერთოდ არ აინტერესებს ამ ბიჭის ბედი, მაგასაც შევეგუეთ! კაი, ესენი მკვდრები არიან, მაგრამ ჩვენ? ჩვენ რას ვშვებით? ჩვენ, ხალხი, რომლებიც ჩმორებად გვაქცია ,,სეთურმა!” გაგვაუბედურა და დაგვაჩაჩანაკა! 200 ლარიანი დახმარების მათხოვრებად გვაქცია, ლეკვები გავხდით, რომლებსაც კუდის ქიცინის მეტი არაფერი შეუძლია ძვლების გადმოყრის მოლოდინში! ჰოდა აი ეს ბიჭი გვჯობია 100 თავით მთელ საქართველოს, ვისაც პირში წყალი გვაქვს ჩაგუბებული!

მერე რა რომ ექიმი არ არის? დიდი პატივისცემა ვაჟა გაფრინდაშვილს, მაგრამ აუცილებლად თბილისელი ექიმი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქე რომ ხმა ამოვიღოთ? გალელი ბიჭი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას?

გინდათ სიმართლე? რომა შამათავა რომ ციხეში არ იჯდეს ახლა, ირაკლი ბებუა უკვე სამშვიდობოს იქნებოდა და არა დრანდის ციხეში! ჩვენ? ჩვენ რომაც ციხეში გვიზის 8 წელია და ამაზეც ხმა არ ამოგვიღია!

როგორმე უნდა გაძლოს ამ ბიჭმა და მჯერა, რომ გაძლებს აუცილებლად! ირაკლი ბებუა გმირია! ნამდვილი გმირი და გამოფხიზლდი საქართველო! ბოლოსდაბოლოს გამოფხიზლდი!”

ასევე იხილეთ