ლუის ჰემილტონმა „ფორმულა 1-ში“ მიხაელ შუმახერის რეკორდი გაიმეორა

„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა აიფელის გრან-პრი მოიგო, რითაც მიხაელ შუმახერის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც „ფორმულა 1-ის“ 91 რბოლა მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანელის შემდეგი გამარჯვება მას გამარჯვებების რაოდენობით რბოლის ისტორიაში პირველ ადგილზე გაიყვანს. ჰემილტონი ჩემპიონატში ლიდერობს და სავსებით შესაძლებელია ტიტულების რაოდენობით შუმახერს გაუტოლდეს – ამ მომენტისთვის ბრიტანელის ანგარიშზე უკვე 6 ჩემპიონობაა.

ასევე იხილეთ