მეუფე ნიკოლოზი ბოლო მოდელი აიფონის მფლობელია! – ტექნიკის მაღაზია განცხადებას ავრცელებს

„ბრალი დამდეს, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი მაქვს და ეს იმიტომ რომ გადიდების ფუნქცია აქვს, ლინზა არ სჭირდება. თანაც, ბოლო მოდელი არ არის, გამოვიდა iPhone 12, ეს არის iPhone 11 Pro“, – არც მეტი არც ნაკლები, ამ ამბიციური განცხადების ავტორი მეუფე ნიკოლოზია, თუმცა თქვენ ეს ფრაზა ალბათ უკვე გეცნობათ.

მეუფე ერთადერთი არაა, ვისაც მსგავსი მისწრაფებები აქვს. როგორც ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, მისი სურვილის საზოგადოებისთვის გაზიარების შემდეგ, iPhone 12-ზე მოთხოვნა გაიზარდა. არადა, ეს მოდელი ჯერ კიდევ არ გამოსულა:

„მეუფე ნიკოლოზის განცხადების შემდეგ, რომ iPhone 12 უკვე გამოვიდა, ძალიან ბევრი მომხმარებელი გვეხმაურება და სურთ ბოლო მოდელი iPhone 12-ის შეძენა.

გვინდა განვმარტოთ, რომ iPhone 12 ჯერჯერობით არ გამოსულა, ხვალ ჩვენი დროით 21:00-ზე იქნება პრეზენტაცია და გაყიდვების თარიღიც ხვალ გვეცოდინება”, – ვკითხულობთ კომპანიის მიუერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

ასე, რომ მეუფე ნიკოლოზს შეუძლია, ჯერჯერობით მშვიდად იყოს. ის ბოლო მოდელი აიფონის მფლობელი ყოფილა.

ასევე იხილეთ