“უზომოდ მადლიერი ვარ კლინიკის მედპერსონალის, მათი ყურადღებისა და მკურნალობის გამო”

კორონავირუსით ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი საავადმყოფოდან გაწერეს და ექიმებს და საზოგადოებას მადლობას უხდის.

„მეგობრებო, ბოჭორიშვილის კლინიკიდან დღეს გამომწერეს და უკვე სახლში ვარ. Covid19-ის დადასტურებიდან მე-11-ე დღეა.

უზომოდ მადლიერი ვარ კლინიკის მედ.პერსონალის, მათი ყურადღებისა და მკურნალობის გამო❤️🙏
მადლიერი ვარ თქვები თანადგომისთვის, სიყვარულისთვის და ყურადღებისთვის! უდიდესი ძალა მომეცით❤️
თავს გაუფრთხილდით, პირბადეები ატარეთ, დაიცავით თქვენი თავიც და სხვებიც თქვენს გარშემო!
მიიღეთ ჩემგან დიდი სიყვარული!“- წერს ნოდიკო ტატიშვილი.

ასევე იხილეთ