“ჩემს მშობლებს ჩემი “საიტების ისტორია რომ ამოეყარათ”, შეიძლება, ძალიან ფატალური შედეგისთვისაც მიმემართა!”

ბლოგერი გურამ შეროზია “სილქნეტის” ახალ სერვისს აკრიტიკებს და ამის შესახებ სტატუსს წერს:

“სილქნეტმა” დაამატა რაღაც სიახლე: ინტერნეტმშობელი, რომელიც მშობლებს აძლევს საშუალებას, აკონტროლოს, შვილი რა საიტებზე შედის, რას ეძებს, სად რას წერს, ა.შ. (ზოგი ინფო შეიძლება, მთლად ზუსტი არ იყოს, სქრინი დავდე კომენტარში).

ჩემი აზრით, ეს არის უდიდესი მავნებლობა და დიდი იმედი მაქვს, უჩივლებენ არასამთავრობო ორგანიზაციები!
ბავშვს აქვს თავისი სამყარო, თავისი საიდუმლოებები, თავისი საუბრები, გარდატეხის ასაკში შეიძლება, ესტუმრონ ისეთ საიტებსაც… პირდაპირ გეტყვით, მეც ვმასტურბირებდი გარდატეხის ასაკში და ჩემს მშობლებს ოდესმე ჩემი “საიტების ისტორია რომ ამოეყარათ”, შეიძლება, ძალიან ფატალური შედეგისთვისაც მიმემართა! და მრავალი სხვა…
ასევე, ჩემს მეგობრებთან მიმოწერა და მილიონი რამ! რას ფიქრობთ, ნუთუ ვინმეს ეს საოცრება მართლა მოგწონთ?!
მშობლებო, პატივი ეცით თქვენი შვილების პირად სამყაროს და ნუ შეულახავთ ფსიქიკას, ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ამას…”, – წერს შეროზია.
ასევე იხილეთ