შენი ხმა ყურში ჩამესმის “მასწიკო” – კორონავირუსით გარდაცვლილ 15 წლის გოგოს პედაგოგები ემშვიდობებიან

კოვიდინფიცირებული 15 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის და მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, დღეს გარდაიცვალა.

მოზარდის გარდაცვალაებას სოციალურ ქსელში მისი პედაგოგი ეხმიანება. როგორც ირკვევა, ქეთი კობერიძე სკოლა „ქორალის“ მოსწავლე იყო.

“გული საშინლად მტკივა, ურთულესია მოსწავლის გარდაცვალების გააზრება. ვზივარ და ვფიქრობ, რამდენი თბილი და ტკბილი დრო გაგვიტარებია ერთად, გული მეწვის. ამ ფოტოებისა შეტყობინებების ნახვაა, რომელიც უკვე მოგონებაა, ტკბილი მოგონება ცრემლიანი და ტკივილიანი მოგონება.

ქეთა, ჩემო ლამაზო, თბილოთვალებციმციმა, ყოველთვის ხალისიანო, ძალიან დამწყვიტე გული. შენი ხმა ყურში ჩამესმის “მასწიკო” – რამდენჯერმე მოგიმართავს ეგრე და ახლა შენს “მასწიკოს” ძალიან უჭირს ამ ყველაფრის გააზრება. შენს კლასელებს, მეგობრებს და მასწავლებლებს – ვუსამძიმრებ მათ, ყველას ძალიან უჭირს დღეს, შენს გამო.” – წერს ხათო ბადირეიშვილი. 

გოგონას ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოემხმაურა მეორე მასწავლებელიც:

“ზუსტად ერთი წლის წინ, რამდენად ბედნიერები ვყოფილვართ ერთად.
ასე მითხრა, მასწიკო, სულ მინდოდა მასწავლებლები ფერიები ყოფილიყვნენ და ესეც ამისრულდაო… უამრავი ოცნება, სურვილი დარჩა… ჩემო ქეთი, ჩემო ფერია გოგო, ჩვენო ანგელოზო.

კორონა! დიახ კორონა! ბაბუა და შვილიშვილი ერთდროულად… დაიცავით ეს ოხერი წესები, დაიცავით”. – წერს ანა კინწურაშვილი.

ასევე იხილეთ