“ამას 3 დღე ვმალავდით… ცოტნეს გადარჩენას გილოცავთ, ქართველებო”

თინათინ მღვდლიაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ცოტნეს გადარჩენას გილოცავთ, ქართველებო! ვაღიარებ, სამი დღე ვასაიდუმლოებდით ცოტნე გამსახურდიას ოპერაციის ამბავს.
29 ოქტომბერს, ჩემი ლამაზი პოეზიის საღამოს მსვლელობის დროს დამირეკეს
და მამცნეს, რომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. წარმომიდგენია, რაოდენ გახა-
რებულია მისი მამის, ბატონი ზვიადის სული.

ამ სასიხარულო ამბავს ვულოცავ სრულიად საქართველოს, ცოტნეს ძმებს კონსტანტინეს და გიორგის და. რასაკვირველია, უმშვენიერეს ექიმს, ქალბატონ ანა ჯაბაურს, რომელიც ათი თვის მანძილზე აყურადებდა ცოტნეს გულისცემას. ამ სიყვარულმა და ერთგულებამ ყველა განაცვიფრა, მათ შორის, მეც.

წარმატებები და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება ცოტნეს და ანას!.. მადლობას ვუხდით ქართველ და გერმანელ ექიმებს!

ვმადლობთ საქართველოს ეკლესია-მონასტრებს, სადაც მუდმივად აღევლინებოდა ლოცვა-ვედრება ცოტნეს გამოჯანმრთელებისათვის. ვმადლობთ ამ ხანგრძლივი მკურნალობის დამფინანსებლებს!
ვმადლობთ ქრისტეს და დედაღვთისას!
თქვენც გილოცავთ, ბატონო ზვიად, ჩვენო ძვირფასო, დაუვიწყარო პრეზიდენტო!..
„მშვიდ ზღვას არასდროს შეუქმნია გამოცდილი მეზღვაური.“, – ბრძანა ფრანკლინ რუზველტმა.

ცოტნე ის მეზღვაურია, რომელმაც აბორგებულ, აბობოქრებულ ცხოვრებისეულ ათას ქარიშხალს და შტორმს გაუძლო და, ღვთის წყალობით, ნაპირს გამარჯვებულმა მიაღწია!..
იხარე ჭერო!.. მოკვდი, მტერო!..”

ასევე იხილეთ