“ახლა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული” – ჟურნალისტს დახმარება სჭირდება

“ტვ 25”-ის ჟურნალისტს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას ამის თაობაზე სულხან მესხი აქვეყნებს.

“მეგობრებო, გთხოვთ ინფორმაციის გავრცელებას 🙏🙏🙏

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამაუწყებლო კომპანია „TV 25“-ის წამყვან-რეპორტიორი მძიმედ დაშავდა.
ია გოლიაძე ახლა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, კონტაქტურია და ბინაზე მალე გაეწერება, თუმცა რეაბილიტაციის პროცესში თქვენი ფინანსური დახმარებაა მნიშვნელოვანი, მას სახეზე პლასტიკური ოპერაცია ესაჭიროება.
თანხის ჩარიცხვის მსურველთათვის TBC ბანკში გახსნილია ანგარიში: GE81TB7953845061100041
მიმღები ია გოლიაძე
დამატებით ინფორმაციისთვის დარეკეთ: 579342424
კადრები ტელევიზიებისთვის: https://we.tl/t-GuYcZNwylT
ასევე იხილეთ