“პირადად სააკაშვილმა გაყიდა ისინი და ეს ფაქტი დადასტურდა სატელევიზიო ინტერვიუში…”

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

დავით გარეჯი ისევ საქართველოა და ყოველთვის საქართველო იქნება. ამას არჩევნებთან არაფერი საერთო არა აქვს. და ფაქტი ფაქტად რჩება რომ 2007 წელს ჩიჩხიტურისა და უდაბნოს ტაძრები გაყიდული იქნა მაშინდელი ხელისუფლების მიერ. და მერე ეს დადასტურებული იქნა უკვე 2012 წლის სატელევიზიო ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ.

ოფიციალური პირის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში ასეთი ფაქტის დადასტურება სახელმწიფო პოზიციის ოფიციალური ბეჭდიანი დასტურის ტოლფასია. თუმცა ერთი ამბავია ამის დადასტურება და მეორე ამბავია ვინ გაყიდა ჩიჩხიტური და უდაბნო 2007 წელს. ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც მაშინ სახელმწიფოს მეთაური იყო. ეს არის ქვეყნის ღალატი. კარტოგრაფები და გეოგრაფები აქ მეორეხარისხოვანია – სახელმწიფომ და პირადად სააკაშვილმა გაყიდა უდაბნო და ჩიჩხიტური. ბერთუბნის გაყიდვა კი უფრო ადრე, შევარდნაძის კისერზეა. აზერბაიჯანს ეს ტერიტორიები საომრად სჭირდება – და ჩვენთვის ეს უწმინდესი ადგილებია. დღესდღეობით სააკაშვილის მოღალატეობრივი აქტის წყალობით – რაშიც მან სოკარის ჯილდო მიიღო არის დიდი დანაშაული და მთავარი დამნაშავე უნდა დაისაჯოს. აგრეთვე გარეჯის მონასტერი მთლიანად საქართველოს იურისდიქციას უნდა დაუბრუნდეს. ეს არის ყოვლად უსინდისო ოკუპაციის აქტი.”

ასევე იხილეთ