“მხოლოდ სამედიცინო პირბადე იხმარეთ, სხვა დანარჩენი ერთჯერადი ნემსის მრავალჯერადად გამოყენების ტოლფასია”

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეო ჩართვაში საქართველოში შემოსულ პირბადეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოსული პირბადეები ლაბორატორიულად უნდა შემოწმდეს.

როგორც ის ამბობს, ამ კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო და არა მრავალჯერადი, სხვადასხვა ტიპის და მოდური ბრენდის პირბადე.

“ევროკავშირში არის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, რომ სამედიცინო პირბადე უნდა აკმაყოფილებდეს “EN 14 683″ მონაცემებს. სხვა სამედიცინო პირბადე საავადმყოფოში არ უნდა იყოს. არ შეიძლება არასამედიცინო პირბადეების შემოტანა ქვეყანაში.

ლაბორატორია, რომელმაც უნდა შეამოწმოს პირბადე, ღირს 45-50 აშშ დოლარი. ჩამოიტანონ საქართველოში და გადამოწმდეს ყველა, რომელიც შემოდის ქვეყანაში.

არაერთი კვლევა დაიდო, რომ კოვიდ ბრძოლასთან ერთადერთი პირბადე, რომელიც კარგად მუშობს არის სამედიცინო პირბადე. სხვა დანარჩენი იმის ტოლფასია ერთჯერადი ნემსი ათჯერ იხმარო.

ამიტომ არიას ჩვენი ექიმები ინფიცირებულები, რომ არასწორი, არასამედიცინო პირბადეები უკეთიათ”, -განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ასევე იხილეთ