“დაგვცინის განათლების მინისტრი, გადასარევად გავართვით თავი დისტანციურ სწავლებასო…”

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნინო ბიძინაშვილის პოსტს იმასთან დაკავშირებით, როგორ წარმოაჩენს ხელისუფლება წარმატებულად დისტანციურ სწავლებას. ნინომ დაწერა: “ამ წამს დეპუტატი პარლამენტში მინისტრობის კანდიდატს [ჩასწორება: რომელიც კვლავ ჩხენკელია] ეკითხება, რაკი დისტანციურ სწავლებას ასე კარგად გაართვა თავი სამინისტრომ, დისტანციური სწავლების რეგიონულ ჰაბი ხომ არ ჩამოგვეყალიბებინაო?”

ბაია პატარაიამ ეს პოსტი გააზიარა და აღნიშნა:

“ძაან დაგვცინის განათლების მინისტრი, გადასარევად გავართვით თავი დისტანციურ სწავლებასო. ამსიოდენა ტყუილი გაგიგიათ, ხალხო? ბავშვების დიდი ნაწილი საერთოდ ვერ ესწრება გაკვეთილებს ინტერნეტის და შესაბამისი ტექნიკის გამო, მეორე დიდი ნაწილი ესწრება, მაგრამ ხმას არ იღებს და არ აქტიურობს მოწყენილობის და ცუდი სისტემის გამო. მასწავლებლები მოთქვამენ, რომ ხარისხი რადიკალურად დაეცა და ბავშვებმა სწავლის მოტივაცია სულ დაკარგეს და რა ზღაპრებს გვიყვებიან ეს ქოსატყუილები?”

 

ასევე იხილეთ