“რაც შეიცვალა არხის მფლობელი, ჩვენს არცერთ გადაცემაზე ცენზურა არ ყოფილა”

როგორც იცით, ახალი სეზონიდან “კომედი ჯგუფის” იუმორისტები მუშაობას “ფორმულაზე” გააგრძელებენ.

როგორც ერთ-ერთი იუმორისტული შოუს წამყვანი, ნიკა არაბიძე ამბობს, ახალი მენეჯმენტის პირობებში, ხუმრობებში თავისუფლება ჰქონდათ.

– “რუსთავი 2”-თვის მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. სრული თავისუფლება მქონდა მუშაობისთვის. რაც შეიცვალა არხის მფლობელი, ჩვენს არცერთ გადაცემაზე ცენზურა არ ყოფილა, რაც ეთერში ჩანდა კიდეც. ხელისუფლებაზეც ვხუმრობდით, ოპოზიციაზეც და ორივე მხრიდან გვყავდა სტუმრები.

ასევე იხილეთ