“მადლობა 2020 წელო! კი მძიმედ მოხვედი, მაგრამ ისტორიულად იმდენი რამე შეცვალე”

მომღერალი სტეფანე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც 2020 წლის პოზიტიურ ამბებს აჯამებს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

თუ მომცემთ უფლებას პოზიტიურ ამბებს დავწერ 2020 წელზე და ჩემს თავზე. ვერ ვითვლი, პანდემიამდე, რამდენი კორპორატიული და ისე კონცერტი ჩავატარე.

პანდემიის დროს:
თბილისის მერიასთან ერთად კიკვიძის ბაღი გავხსენით ჩემი კონცერტით (სხვათაშორის მაგ კონცერტზე რეკლამა არ გვქონდა შეგნებულად და ის ადამიანები რომლებიც შემთხვევით იყვნენ, ყველა რეგულაციას იცავდა)

რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში , აჭარაბეთის დახმარებით ონლაინ სოლო კონცერტი ჩავატარეთ პანდემიაში დაზარალებულების დასახმარებლად.

ჩემთვის მნიშვნელოვან Black Sea Jazz Festival ზე მივიღე მონაწილეობა და წარმატებული სოლო კონცერტი ჩავატარეთ.

კომერციული სოლო კონცერტი “Soho” -ში, სადაც ყველა ბილეთი გაიყიდა (sold out) 🙂

ჩემთვის უსაყვარლესი ბრენდის MagtiCom – მაგთიკომი -ს რებრენდიგში მივიღე მონაწილეობა და ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებთან ვიმუშავე.
ყველაზე მაგარ მუსიკალურ პროექტში The Voice მწვრთნელად დამპატიჟეს საქართველოს პირველ არხზე.

რაც მთავარია, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ოჯახის წევრების ჯანმრთელობა – ყველა ჯანმრთელად ვართ.

პ.ს: პანდემიის დრო ასევე გამოვიყენე სახლის გასარემონტებლად, არასოდეს არ მქონდა დრო რომ დეტალებისთვის მომეცალა და ეგეც შევასრულე…

ძალიან ბევრი ცუდი რამეც გავიგე, ზღაპარში კი არ ვცხოვრობდი… უბრალოდ ტიპი ვარ ესეთი, ყოველთვის პოზიტივს ვეძებ და თუ ვითრგუნები – ძალიან ცოტა ხნით.

ამიტომ – მადლობა, 2020 წელო! კი მძიმედ მოხვედი, მაგრამ ისტორიულად იმდენი რამე შეცვალე, რომ მოგვიწევს ამ ახალი სტანდარტებით ცხოვრება.
( ეგოისტური პოსტი კი არის, მაგრამ რაც მოხდა, როგორ არ დამეწერა ))

დამდეგს გილოცავთ ყველას! ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში და ბევრ წარმატებას! ❤ ❤ ❤

ასევე იხილეთ