“ქართულმა ოცნებამ” მოიტანა ეს ცვლილებები და დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა მმართველობით სადავეებს”

ემიგრანტი მიხეილ გოგოშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება. 

დიდი ხანი ვიფიქრე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის ამბავზე და ასეთი აზრამდე დავედი.

ის მოვიდა პოლიტიკაში, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და ქართულ საზოგადოებას წყუროდა ცვლილებები და მან, ქართულმა ოცნებამ მოიტანა ეს ცვლილებები და დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა მმართველობით სადავეებს.
ბიძინა ივანიშვილმა ამ წლებში პრაქტიკულად დაამკვიდრა ახალი მმართველობითი, დემოკრატიული სტანდარტი, ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე ორიენტირებული. და დღეს, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ მესამედ ნდობის მანდატი მიანიჭა, ისევ ქართულ ოცნებას, ბატონი ბიძინა მიდის პოლიტიკიდან, რითიც ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა და ამოცანა ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ ის, რომ შეექმნა სტაბილური გარანტიები, რომ რევანში შეუძლებელია და საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ მომწიფებული იმისთვის, რომ დემოკრატიული, სტაბილური, ევოლუციური ვითარების გზით იაროს და არ დაუჭიროს მხარი ამბოხს, პროვოკაციას, რევოლუციას და ა.შ. ეს არის ძალიან იშვიათი პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში…
ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და თქვენი აზრი მაინტერესებს მეგობრებო ამ თემაზე😊
ასევე იხილეთ