“დღეს გაბრიელმა შეძლო სიტვების გარეშე გაეგო სახელმწიფოს მისი და კანონმა დაიცვა!”

სოციალური ქსელის მომხმარებელი თამუნა იარაჯული პოსტს აქვეყნებს.

“დღეს გაბრიელმა გაიმარჯვა!
დღეს დავდებ ძალიან სამწუხარო და ამავდროულად,
ძალიან იმედის მომცემ ინფორმაციას!
დღეს გაბრიელმა შეძლო სიტვების გარეშე გაეოგო სახელმწიფოს მისი და კანონმა დაიცვა!
ერთი დიდი ნაბიჯი, მშობლისთვის რომ ჩვენს გარდა ჩვენს შვილებს დაიცავს კანონი და სახელმწიფო!”-დაწერა იარაჯულმა. მოგვიანებით, მცირეწლოვანის დედამ კიდევ უფრო დეტალურად განმარტა მისი შვილის გამარჯვება. 

“ვისაც, გაბრიელის სკოლაში მომხდარ ფიზიკურ ძალადობაზე გამოძიების დაწყების შესახებ გახსოვთ, მინდა გითხრათ,
აი, ამ წუთებში ვიმყოფებით ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც გაბრიელი სცნეს დაზარალებულად.
დაიწყო პიროვნების მიმართ დევნა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის

126 მუხლის მე-3 ნაწილის “ა” პუნქტით.

ეს არის პიველი პრეცენდენტი, ყოველ შემთხევაში გახმაურებული,
რომელიც დაიცავს სხვა ბავშვების უსაფრთხო სწავლებას სკოლებში.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბავშვზე ძალადობა დანაშაულია და ეს დასჯადია!
საშინელი ცხოვრების გზის გავლა გვიწევს, მაგრამ მშობლების გარდა- სამართალი და სამართლიანი ადამიანები თუ დაიცავენ ჩვენს შვილებს, მათი მომავალი დაცული იქნება.
მადლობა,
საქართველოს გენერალურ პროკურორ
ბატონ ირაკლი შოთაძეს🙏
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
ობიექტურობისთვის და სამართლიანობისთვის!
მე არა ერთხელ მომეცა პირობა, რომ პროკურატურის მხრიდან იქნება ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერებული.
მართალია, დიდი ხანი გრძელდება გამოძიების პროცესი,
მაგრამ ეს გამოძიების უფლებაა, რათა ამომწურავად მიიღონ ყველა ინფორმაცია. ესეც პრობლემაა ჩვენს მდგომარეობაში.
მაგრამ იმედია, გაბრიელზე მიყენებული ტანჯვა და ტკივილი იქნება მაგალითი იმის-რომ დააშავებ დაისჯები!
ამ ფაქტს უფრო მეტი დამნაშავე ჰყავს და
იცით რატომ? როდესაც ფაქტს შეესწრები და არ რეაგირებ, ესეც დანაშაულია!
მე ასე ვისწავლე.
ქვეყანაში, სადაც მკვლელის დაკავების დროსაც კი აკრძალულია ხელების გადაგრეხვა, ზურგში ხელის ჩარტყმა, კედელზე მიხეთქება, ჩვენი შვილების შემთხვევაში, ეს ისევ ნორმად რჩება 🙂
ძალიან მძიმეა ის კადრები რისი ნახვაც მიწევს,
გაგვანადგურა ყველა, ოჯახის წევრი, თუმცა, ერთი რამ მაძლიერებს, ეს დღე იქნება ყველასთვის სამაგალითო , რომ მიდგომა /მეთოდები გამოსწორდეს, რომელიც დანაშაულს შეიცავს.
მეც მქონია გაბის ქცევასთან დაკავშირებული პრობლემა და ეს მარტივი არ არის, მაგრამ იმ დროს, როდესაც დანაშაული მოხდა, იყო დანაშაული და არა ვითომ “საჭიროება.” კიდევ ერთხელ მივმართავ განათლების სამინისტროს- სისტემა ძალადობს ბავშვებზე!
რომელიც მერე ამძიმებს მათ მდგომარეობას!
მერე აუტიზმი ხდება “საშიში” დიაგნოზი, მერე ისაკაძე მეტყვის, რომ მედიკამენტი მივცე 🙂
ამას ვერცერთი მედიკამენტი ვერ უშველის. ექვსი თვე ბავშვს ჰქონდა დეპრესია და მძიმე დღეები.
ასე აღვივებთ სკოლაში სიძულვილს და ასწავლით ძალდობას ბავშვებს და მერე?!
მერე აუტიზმია აგრესიული და თქვენ ყველა კომპეტენტური.
გაბრიელის უფლებებს სასამართლოში დავიცავ მე, გაბრიელის დედა, იმიტომ არა, რომ კონკრეტული პირის დაკავებაა ჩემი მიზანი, არა, ეს არაა მთავრი,
რადგან მას ისევ ისეთი დამნაშავე შეცვლის. ჩვენ დღეს გადავდგით უდიდესი ნაბიჯი,
და ამ ნაბიჯით შევეცდები მთელს საქართველოს გავაგებინო- მეგობრებო, დანაშაული დაისაჯა! დასჯადია!
სასამართლოს დაველოდოთ საბოოლო შედეგისთვის, ახლა კი მინდა გითხრათ, რომ მშობელს იმედი და კანონი აძლიერებს!
Vika Bukia Buratinova
მადლობა, თქვენ იყავით პირველი ჟურნალისტი ვინც მომხდარი ამბით დაინტერესდით! 🙏
Anna Arganashvili
Ana Abashidze
ადამიანები, ვინც მუდმივად არიან ჩვენი შვილების უფლებების დაცვაში! 🙏”

ასევე იხილეთ